ევროკავშირი განმარტავს, რომ პალესტინის დახმარება არ შეჩერებულა

ევროკავშირი განმარტავს, რომ პალესტინისთვის დახმარება არ შეჩერებულა. Associated Press-ის ცნობით, ბლოკი განმარტავს, რომ სასწრაფოდ გადახედავს ასეთ დახმარებას „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმების ფონზე, რათა დარწმუნდნენ, რომ ფული ბოროტი მიზნებისთვის არ იქნება გამოყენებული.

„ამჟამად გადახდები არ შეჩერდება”, ნათქვამია ევროკომისიის მოკლე განცხადებაში მას შემდეგ, რაც ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ პალესტინელებისთვის განვითარების პროგრამიდან ყველა გადახდა „დაუყოვნებლივ შეჩერდება.” განხილვის პროცესშია ყველა პროექტი. ყველა ახალი საბიუჯეტო წინადადება… გადაიდო შემდგომ შეტყობინებამდე.“


ესპანეთმა, პორტუგალიამ და ლუქსემბურგმა ევროკაბშირის მიერ პირვანდელი განცხადების გავრცელების შემდეგ უკმაყოფილება გამოთქვეს.

ევროკავშირი პალესტინის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური მხარდამჭერია და 2021-2024 წლებში 1.18 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პროგრამა იყო გათვალისწინებული.