აშშ უკრაინის საჰაერო ძალების განვითარების კოალიციას უხელმძღვანელებს

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მე-16 შეხვედრის შედეგების შემდეგ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უხელმძღვანელებს ქვეყნების კოალიციას უკრაინის საჰაერო ძალების წვრთნის მიზნით. ოსტინმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ პარტნიორებთან ერთად განსაკუთრებულ ყურადღება დაუთმობს უკრაინული F-16-ის ტიპის გამანადგურებლების შესაძლებლობების განვითარებას.

ოსტინმა განმარტა, რომ მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, შექმნან უფრო მცირე „შესაძლებლობების კოალიციები", რომლებიც ფოკუსირებულია კიევის მხარდაჭერის კონკრეტულ სფეროებზე.


მაგალითად, ესტონეთი და ლუქსემბურგი უხელმძღვანელებენ კოალიციას, რომელიც IT-ის მხარდაჭერით არის დაკავებული. ლიეტუვა უკრაინისთვის უკრაინულ ტერიტორიაზე რუსული ნაღმების გაწმენდის მხრივ დახმარებაში ლიდერობს.

ოსტინმა ასევე განმარტა, რომ აშშ ასევე შეუერთდება ჯავშანტექნიკისა და საარტილერიო პროგრამებს, ასევე შეიქმნება საზღვაო ჯგუფი.

„ეს გვიჩვენებს, თუ რამდენის გაკეთება შეგვიძლია, როდესაც ერთად ვიქნებით. ეს ასევე აჩვენებს, რომ რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკის ხელმძღვანელობა,“ - აღნიშნა ოსტინმა.


„სიამაყით ვამბობ, რომ შეერთებული შტატები კვლავ გამოვა, რათა უხელმძღვანელოს ქვეყნების კოალიციას, რომლებიც უკრაინასთან მისი სამხედრო-საჰაერო ძალების განვითარებაზე მუშაობენ,” - განაცხადა ოსტინმა.

მან აღნიშნა, რომ კოალიციის ხელმძღვანელობისას აშშ საკუთარი ქმედებების მჭიდრო კოორდინაციას მოახდენს უკრაინასთან და სხვა პარტნიორებთან და განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს უკრაინული F-16 ავიაგამანადგურებლების პოტენციალის განვითარებას.