ერდოღანმა ღაზაში „ჰამასის“ მიმართ ისრაელის პასუხს ხოცვა-ჟლეტა უწოდა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ღაზის ბლოკადა და „ჰამასზე“ იერიში, არაპროპორციული პასუხი იყო, რომელიც „ხოცვა-ჟლეტას“ უტოლდება.

ამ კვირაში ანკარამ მხარეებს შორის შუამავლობა შესთავაზა, ერდოღანმა და მისმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრეს რეგიონალურ ძალებთან და დასავლელ კოლეგებთან. 

„ხალხისთვის ფუნდამენტური საჭიროებების მიწოდების შეზღუდვა და სამოქალაქო დასახლებებზე იერიში, კონფლიქტის წარმოება ყველანაირი სამარცხვინო მეთოდის გამოყენებით,  ომი არ არის, ეს ხოცვა-ჟლეტაა," - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა Reuters-ის ცნობით. 


თურქეთი, რომელიც წარსულში მხარს უჭერდა პალესტინელებს და მასპინძლობდა „ჰამასის“ წევრებს იმ ფონზე, რომ მხარს უჭერდა ორი სახელმწიფოს პრობლემის გადაწყვეტას, წლების განმავლობაში მტკივნეული კონფლიქტის შემდეგ, ისრაელთან კავშირების გამოსწორებაზე მუშაობს. ევროკავშირისა და შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, ანკარა „ჰამასს“ ტერორისტულ ორგანიზაციად არ განიხილავს. მიუხედავად იმისა, რომ ღიად არ ადანაშაულებს ისრაელს, თურქეთმა განაცხადა, რომ ბოლო ბრძოლები გამოწვეულია წლების განმავლობაში პალესტინელების წინააღმდეგ განხორციელებული უსამართლობით და რომ მშვიდობის ერთადერთი გზა დამოუკიდებელი, სუვერენული პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბებაა,“ - წერს Reuters-ი.