სუნაკი ადასტურებს, რომ დიდი ბრიტანეთი ისრაელის მხარდასაჭერად, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში ხომალდებს აგზავნის

დიდი ბრიტანეთი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში საპატრულო და სადაზვერვო თვითმფრინავს, ასევე, სამხედრო-საზღვაო ძალების ორ გემს განათავსებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC დიდი ბრიტანეთის მთავრობაზე დაყრდნობით წერს .

„რეგიონული სტაბილურობის საფრთხეებისადმი თვალყურის დევნების მიზნით, მხარდაჭერის პაკეტი მოიცავს სამეფო საზღვაო ძალების ორ გემს, სადაზვერვო აქტივებს, P8 თვითმფრინავს და საზღვაო ქვეითებს,“ - ამბობს ბრიტანეთის მთავრობა.


პრემიერ-მინისტრ, რიში სუნაკის თქმით, სამხედრო მხარდაჭერა "ხელს შეუშლის ვითარების შემდგომ ესკალაციას."