ევროკომისიის და ევროპარლამენტის პრეზიდენტები, ურსულა ფონ დერ ლაიენი და რობერტა მეცოლა დღეს ისრაელში ჩავლენ. ინფორმაციას ევროპული კომისია ავრცელებს.
ბოლო ცნობებით, ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმისას სულ მცირე 1 300 ადამიანი დაიღუპა. 150-მდე ადამიანი მძევლადაა აყვანილი. პალესტინის ჯანდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ღაზაში 1 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
„ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა პარასკევს ისრაელს ეწვევიან, რათა გამოხატონ სოლიდარობა „ჰამასის“ ტერაქტების მსხვერპლთა მიმართ და შეხვდნენ ისრაელის ხელმძღვანელობას,“ - აღნიშნულია განცხადებაში.