ისრაელის ხელისუფლება საზღვარგარეთ მყოფ ისრაელელებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან „ჰამასი“ „მრისხანების დღეს“ აანონსებს

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ეროვნული უსაფრთხოების საბჭო ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საზღვარგარეთ მყოფ ისრაელელებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ, - ინფორმაციას Times Of Israel-ი ავრცელებს.


განცხადებას მას შემდეგ გავრცელდა, რაც „ჰამასმა“ მოუწოდა ორგანიზაციის მხარდამჭერებს მთელ მსოფლიოში, პარასკევს დაგეგმილ აქციებს „მრისხანების დღეს“ შეუერთდნენ, რათა ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართ მხარდაჭერა გამოხატონ.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ეროვნული უსაფრთხოების საბჭო აცხადებენ, რომ, სავარაუდოდ, სხვადასხვა ქვეყნებში საპროტესტო აქციები გაიმართება, რომლებიც, შესაძლოა, ძალადობაში გადაიზარდოს. საზღვარგარეთ მცხოვრებ ისრაელელებს მოუწოდებენ, გამოიჩინონ სიფხიზლე და თავი შეიკავონ საპროტესტო აქციებისა და დემონსტრაციებისგან.

მედიის ცნობით, პარასკევს მთელ მსოფლიოში ისრაელის საელჩოებში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდება.