გერმანული დეველოპერული ბანკი KfW უკრაინის სახელმწიფო ენერგოოპერატორს Ukrenergo-ს 76 მილიონი ევროს ($80 მილიონი) გრანტს გადასცემს. მიზანი უკრაინის ენერგეტიკული შესაძლებლობების გაძლიერება და დაცვაა. თანხები მოხმარდება არსებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას, ახალი მაღალი ძაბვის აღჭურვილობის დამონტაჟებასა და ქვესადგურების დაცცვას.
არაერთმა სხვა გერმანულმა კომპანიამ ასევე მიაწოდა Ukrenergo-ს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად საჭირო ნაწილები და სხვა აღჭურვილობა.