როგორ დააგროვა „ჰამასმა“ იარაღი, რომელიც ისრაელზე თავდასხმისთვის სჭირდებოდა - CNN-ის ანალიზი

ღაზა მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია, მცირე რესურსებით, ღარიბი - ის თითქმის მთლიანად მოწყვეტილი იყო დანარჩენ მსოფლიოსთან თითქმის 17 წლის განმავლობაში, რაც ბადებს კითხვას: როგორ დააგროვა „ჰამასმა“ უზარმაზარი რაოდენობის იარაღი ამ მასშტაბის და დახვეწილი შეტევის განსახორციელებლად?ამ თემაზე CNN-მა სტატია მოამზადა.

რას ამბობენ ექსპერტები:

ირანის ფაქტორი: „ჰამასი“ იარაღს გზით იძენს და იღებს გარკვეულ სამხედრო მხარდაჭერას ირანისგან,“- ნათქვამია CIA-ს World Factbook-ში.

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელისა და აშშ-ის მთავრობებს ჯერ არ გამოუვლენიათ ირანის პირდაპირი როლი, ექსპერტები ამბობენ, რომ ისლამური რესპუბლიკა დიდი ხანია, „ჰამასის“ მთავარი სამხედრო მხარდამჭერია, რომელიც იარაღის კონტრაბანდას ატარებს ანკლავში ფარული ტრანსსასაზღვრო გვირაბებით ან ნავებით, რომლებიც გადაურჩნენ ხმელთაშუა ზღვის ბლოკადას.


„ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი, ირანის არმიის ფილიალი, რომელიც პირდაპირ პასუხობს ქვეყნის უზენაეს ლიდერს, თითქმის ორი ათეული წელია, „ჰამასის“ ინჟინრებს ამზადებს, ხოლო თეირანი აგრძელებს „ჰამასის“ იარაღის მწარმოებლების წვრთნას,“ ამბობს ჩარლზ ლისტერი, ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის უფროსი თანამშრომელი.

„ჩვენ გვაქვს ადგილობრივი ქარხნები ყველაფრისთვის, რაკეტებისთვის 250 კმ, 160 კმ, 80 კმ და 10 კმ. ჩვენ გვაქვს ნაღმტყორცნების და მათი ჭურვების ქარხნები. ... ჩვენ გვაქვს კალაშნიკოვის (თოფების) და მათი ტყვიების ქარხნები. ტყვიებს რუსების ნებართვით ვამზადებთ. ჩვენ ვაშენებთ მას ღაზაში, ”- აცხადებს „ჰამასის“ „მაღალჩინოსანი,“ Russia Today-ის არაბული ახალი ამბების არხ RTArabic-თან „ლიბანიდან.“


როგორ აწარმოებს ჰამასი ნედლეულს იმ ძირძველი იარაღისთვის CNN ამ თემასაც განიხილავს. ღაზას არ აქვს არცერთი მძიმე ინდუსტრია, რომელიც ხელს შეუწყობდა იარაღის წარმოებას მსოფლიოს უმეტეს ნაწილში. მაგრამ მის ძირითად ექსპორტს შორის არის ჯართი, რომელსაც შეუძლია, მასალა იარაღის დასამზადებლად, ანკლავის ქვემოთ მდებარე გვირაბის ქსელში უზრუნველყოს.

ეს ლითონი კი ხშირ შემთხვევაში ღაზაში წინა დესტრუქციული ბრძოლებიდან მოდის. აჰმედ ფუად ალხატიბი ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ინსტიტუტის ფორუმისთვის, 2021 წელს წერდა: „როდესაც ღაზის ინფრასტრუქტურა განადგურდა ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად, რა დარჩა - ლითონის ფურცელი და ლითონის მილები, არმატურა, ელექტრო გაყვანილობა, მან თავისი გზა „ჰამასის იარაღის“ სახელოსნოსკენ იპოვა.“