ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ქვეითი ძალები და ტანკები დღეს ღაზის სექტორში შევიდნენ.
ისრაელის ძალები "ლოკალური რეიდის" ჩატარებას და ტერიტორიის პოტენციური ტერორისტებისგან გაწმენდას აპირებს.
IDF-მ ასევე აღნიშნა, რომ სამხედროებმა შეაგროვეს სხვადასხვა ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა, დაკარგული და გატაცებული ადამიანების პოვნაში დაეხმაროთ.
IDF-ს განცხადებით, ისრაელის არმიის მიერ ამ რაიონში ლიკვიდირებულია რამდენიმე ტერორისტი.