გერმანიის მთავრობამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გაუგზავნა.
უკრაინამ მიიღო: ოთხი Bandvagn 206 (BV206) მრავალფუნქციური ყველგანმავალი მანქანა; 82 SatCom სატელიტური საკომუნიკაციო ტერმინალი; ოთხი მანქანა მესაზღვრეებისთვის; დრონის აღმოჩენის 50 სისტემა; ორი HX81 ტრაქტორი და ორი ნახევრადმისაბმელი და სხვა აღჭურვილობა.
როგორც ცნობილია, 10 ოქტომბერს გერმანიამ უკრაინისთვის ერთი მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადა, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას. 2023 წლის ბოლომდე მოსალოდნელია, რომ გერმანიაში 10 000 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე გაივლის მომზადებას.