ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს 1000-ზე მეტი კონტეინერი სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა გადასცა - თეთრი სახლი

თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, ფხენიანსა და მოსკოვს შორის პარტნიორობის გაფართოება საფრთხეს წარმოადგენს რეგიონული სტაბილურობისსა და ბირთვული იარაღის გავრცელების გლობალური რეჟიმისათვის.

ეროვნული უშიშროების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმაჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს 1000-ზე მეტი კონტეინერი სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა გადასცა.

თეთრმა სახლმა ჟურნალისტებს წარუდგინა სატელიტური ფოტოების სერია, რომელშიც ნაჩვენებია ჩრდილოეთ კორეიდან სამხედრო ტვირთის გადატანა რუსეთის დროშის ქვეშ მყოფი გემით. ვაშინგტონის ინფორმაციით, საუბარია 7 სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე პერიოდზე.

„ჩვენ ვგმობთ ჩრდილოეთ კორეას ამ სამხედრო ტექნიკის რუსეთისთვის გადაცემის გამო, რომელიც გამოყენებული იქნება უკრაინის ქალაქებზე თავდასხმებისთვის, უკრაინელი სამოქალაქო პირების მკვლელობისა და რუსეთის მიერ არალეგიტიმური ომის შემდგომი გაგრძელებისთვის," - განაცხადა კირბიმ.