უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა სპეციალურად ზამთრისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიიღებს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესაში ისაუბრა, როდესაც ნიდერლანდების პრემიერს უმასპინძლა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ვმუშაობთ საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობის გაზრდაზე. გვაქვს პარტნიორებთან ერთად, დეტალურად შემუშავებული გეგმა. ვერ გეტყვით, სად იქნება ეს სისტემები და რა რაოდენობით, არა იმიტომ, რომ არ ვიცი, არამედ იმიტომ, რომ ამის უფლება არ მაქვს," - განაცხადა ზელენსკიმ