ენტონი ბლინკენი: ისრაელის ქმედებები არა სადამსჯელო, არამედ თავდაცვითია, სტატუს-კვოს ვერ დავუბრუნდებით

ისრაელის ქმედებები არა სადამსჯელო, არამედ თავდაცვითია, სტატუს-კვოს ვერ დავუბრუნდებით, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ვერც ერთი ქვეყანა ვერ მოითმენს ტერორისტული ჯგუფის შემოსვლას, თავისი ხალხის დახოცვას და ასე ცხოვრებას. ის, რასაც ისრაელი აკეთებს, არ არის შურისძიება. რასაც ისრაელი აკეთებს, არის თავისი ხალხის სიცოცხლის დაცვა და, როგორც ვთქვი, ცდილობს დარწმუნდეს, რომ ეს აღარ განმეორდება.“


მისი თქმით, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც იმის წინაშე აღმოჩნდებოდა, რის წინაშეც ისრაელი აღმოჩნდა, დიდი ალბათობით იმავეს გააკეთებდა.

„ერთი რამ უდავოა: სტატუს - კვოს ვერ დავუბრუნდებით, რომელმაც საშუალება მისცა, ასეთი რამ მომხდარიყო. ასე რომ, ეს ფიქრის ნაწილი უნდა იყოს და არის კიდევაც,“ - განაცხადა ბლინკენმა.