ღამით ღაზაზე შეტევების შედეგად „ჰამასის“ საჰაერო ძალების მეთაური დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ღაზაზე განხორციელებული შეტევების შედეგად „ჰამასის“ საჰაერო ძალების მეთაური აბუ მურადი დაიღუპა.
ისრაელის ავიაიერიშების სამიზნე ობიექტი "ჰამასის" საჰაერო აქტივობების მართვის შტაბ-ბინა იყო.
ისრაელის საჰაერო ძალები აცხადებს, რომ აბუ მურადი „გასულ შაბათ-კვირას "ჰამასის" შეტევების დაგეგმვაში მონაწილეობდა.