ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰამასის“ სამხედრო მეთაური, რომელიც სამხრეთ ისრაელზე შეტევებს ხელმძღვანელობდა მოკლულია.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისრაელის სამხედრო დაზვერვის დირექტორატის ძალისხმევით, „ჰამასის“ ე.წ. ნუხბას ქვედანაყოფის მეთაური, ალი ხადი, უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა.
ცნობისთვის, ხადი ისრაელმა 2005 წელს ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცებისა და მკვლელობის გამო დააკავა, ხოლო 2011 წელს, გილად შალიტის სანაცვლოდ გაათავისუფლა.