რუსულ სამხედრო ხომალდთან ერთად ბუქსირიც დაზიანდა – უკრაინის საზღვაო ძალები

უკრაინის საზღვაო ძალების განმარტებით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საპატრულო ხომალდ „პაველ დერჟავინთან“ ერთად რუსული ბუქსირიც დაზიანდა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის საზღვაო ძალების სპიკერ, დმიტრო პლეტენჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, ხომალდი ორჯერ დაზიანდა.


„პაველ დერჟავინის გემის გარდა, 13 ოქტომბერს დაზიანდა რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის ბუქსირი პროფესორი ნიკოლაი მურუ," - განაცხადა პლეტენჩუკმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რაკეტების გადამზიდი მცირე ზომის რუსული ხომალდის Buyan-ის დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

უკრაინის საზღვაო ძალები ოპერაციის დეტალების, ზარალისა და თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ასაჯაროებენ.