ყოფილი ბიზნესმენი კრისტოფერ ლუქსონი ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი იქნება - AP

ახალ ზელანდიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე კოალიციამ, რომელსაც ახალი ზელანდიის ეროვნული პარტია ხელმძღვანელობს, მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო 61 საპარლამენტო მანდატი დააგროვა. AP-ს ცნობით, ყოფილი ბიზნესმენი კრისტოფერ ლუქსონი ახალი ზელანდიის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდება.


ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა კრის ჰიპკინსმა დამარცხება უკვე აღიარა.

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ახალ ზელანდიას ლიბერალური მთავრობა ხელმძღვანელობდა. მიმდინარე წლის დასაწყისში კი, „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერი ჯასინდა არდერნი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა და პრემიერ-მინისტრი კრის ჰიპკინსი გახდა.