თურქეთში, სტამბოლში, ტაქსიმის რაიონში, სასტუმროს ნომერში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პან-ევროპული თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი, ნიკოლაი კობრინეტსი გარდაცვლილი იპოვეს.
ინფორმაციას უკრაინული მედია თურქულ ტელეარხზე დაყრდნობით ავრცელებს.
61 წლის კობრინეტსი თურქეთში ელჩების შეხვედრისთვის გაემგზავრა, მაგრამ კოლეგების თქმით, შეხვედრაზე არ გამოცხადდა. მასთან ტელეფონით დაკავშირება ვერ მოხერხდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა კობრინეტის გარდაცვალება, მაგრამ არ დაასახელა მიზეზი. რუსული მედია წერს, რომ მიზეზი სავარაუდოდ, გულის შეტევა გახდა.