უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვის დროს, საერთაშორისო პარტნიორებს უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის უახლესი გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.
„საჰაერო თავდაცვისთვის დამატებითი რაკეტების გარდა, გვექნება ახალი გამშვები. ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა ტიპის სისტემებზე. იქნება სათადარიგო ნაწილები იმ სისტემებისთვის, რომლებსაც უკრაინა უკვე იყენებს. ასევე იქნება არტილერია, ჭურვები, დრონები, ჯავშანტექნიკა. ყველა ლიდერი, რომელიც გვეხმარება, სრულად არის ინფორმირებული ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შესახებ. მსოფლიოს ესმის, რისთვის ემზადება რუსეთი და რა ტერორისტულ ქმედებებს შეიძლება, გეგმავდეს. ჩვენ ასევე ვიცით, როგორ ვუპასუხოთ ოკუპანტს და ვუპასუხებთ მძლავრად,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ გასულ შვიდ დღეს „საჰაერო თავდაცვის კვირეული“ უწოდა.