ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა რიგგარეშე სხდომას მოიწვია.
მიშელის თქმით, არაფერი ამართლებს ჰამასის სასტიკ ტერორისტულ თავდასხმებს ისრაელის წინააღმდეგ. მისი თქმით, ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს ისრაელის ხალხს. მიშელის შეფასებით, ისრაელს უფლება აქვს, დაიცვას თავი საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით. “მომხდარ ტრაგედიას ბევრი შედეგი მოაქვს ევროპისთვის.“
„მსურს, მოვიწვიოთ ევროპის საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელიც გაიმართება ვიდეოკონფერენციის ფორმატში სამშაბათს, 17 ოქტომბერს, 17:30 საათზე. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ევროპულმა საბჭომ, ხელშეკრულებებისა და ჩვენი ღირებულებების შესაბამისად, დაადგინოს ჩვენი საერთო პოზიცია და ჩამოაყალიბოს მოქმედების მკაფიო ერთიანი კურსი, რომელიც ასახავს განვითარებული სიტუაციის სირთულეს," - ნათქვამია მიშელის განცხადებაში.