ელჩი: 45-ზე მეტი მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად დღეს თბილისის მიმართულებით გამოემგზავრება

ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა, რომ დღეს კომერციული რეისით 45 მცირეწლოვანი ოჯახთან ერთად ისრაელიდან თბილისის მიმართულებით გამოემგზავრება.

ელჩის განმარტებით, საელჩოში ინფორმაცია არ შესულა დაკარგული ან დაშავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ.


„ჩვენი მედიით ან სოციალური ქსელებით გავრცელებული არასწორი ინფორმაციების გამო პანიკა ვრცელდება ხოლმე და ჩვენ ვცდილობთ, რომ არასწორი ინფორმაციები უარვყოთ და დავუზუსტოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ისრაელში არიან. დაემატა დამატებითი კომერციული რეისი „ჯორჯიან ეარვეისის“ მიერ და ამ კომერციულ რეისზე ძირითადად საქართველოს მოქალაქეები იქნებიან. ეს არის კვირას საღამოს, სადაც ჩვენ მოვახერხეთ და ძირითადად ისეთ ოჯახებს დავეხმარეთ, რომლებსაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ. 45-ზე მეტი მცირეწლოვანი ბავშვი თავის მშობლებთან ერთად გამოემგზავრება დღეს თბილისის მიმართულებით,“ - განაცხადა ელჩმა.