გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, ისრაელში, პალესტინის ტერიტორიებსა და ლიბანში არ გაემგზავრონ.
სამინისტრო, ასევე, მოუწოდებს იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკვე აღნიშნულ ტერიტორიებზე იმყოფებიან, რომ თავიანთი მონაცემები გერმანიის მთავრობას მიაწოდონ.
"სიტუაცია კვლავ უკიდურესად არასტაბილურია. მთავრობის კრიზისული ჯგუფი ძალიან ყურადღებით აკვირდება ადგილზე არსებულ მდგომარეობას“, - ნათქვამია გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაში.