საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა ისრაელში ჩავიდა. ის ქალაქ აშკელონში, ისრაელელ კოლეგასთან, ელი კოენთან ერთად იმყოფება.
კოლონას განცხადებით, მისი ვიზიტი ემსახურება ისრაელისთვის სოლიდარობის გამოხატვას.
„ჩემი ვიზიტით ასევე გვინდა ვთქვათ, რომ საფრანგეთი იზიარებს ისრაელის ხალხის ტკივილს,“ - ამბობს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
7 ოქტომბერს, ისრაელის ტერიტორიაზე რადიკალური „ჰამასის“ შეჭრის შემდეგ, საფრანგეთის 17 მოქალაქე დაიღუპა.
„აქ მოსვლა, რა თქმა უნდა, ისრაელის ხალხის მიმართ საფრანგეთის სოლიდარობის ჩვენებაა. მათ საშინელი ტერორისტული თავდასხმა განიცადეს. ჩემი ვიზიტით გვინდა ვთქვათ, რომ საფრანგეთი იზიარებს ისრაელის ხალხის ტკივილს," - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.