ენტონი ბლინკენი ისრაელში ბრუნდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელში ვიზიტით დაბრუნდება მას შემდეგ, რაც არაბულ ქვეყნებში ვიზიტს დაასრულებს. 

ბლინკენი ისრაელში ხუთშაბათს, 12 ოქტომბერს იმყოფებოდა, შემდეგ გაემგზავრა არაბულ ქვეყნებში - იორდანია, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, კატარი.

ბლინკენის ტურნეს მიზანი კონფლიქტის გაფართოების თავიდან აცილება და აშშ-ის დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურებაა.


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა ბლინკენის ორშაბათს ისრაელში გამგზავრების გეგმა - მისი მეორე ვიზიტი ბოლო ხუთ დღეში -

ამერიკის უმაღლესი დიპლომატის ბოლო გაჩერება კაიროში იყო, სადაც ის ეგვიპტის პრეზიდენტს ხვდება.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბლინკენი თელ-ავივში "ისრაელის ოფიციალურ პირებთან შემდგომი კონსულტაციებისთვის ბრუნდება.“ მეთიუ მილერმა სხვა დეტალები არ დააკონკრეტა.


15 ოქტომბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს, პრინც მუჰამედ ბინ სალმანს ქალაქ რიადში, სამეფო რეზიდენციაში შეხვდა. ბლინკენმა შეხვედრას ძალიან პროდუქტიული უწოდა.

მეთიუ მილერის თქმით, ბლინკენმა და პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა დაადასტურეს მათი ერთობლივი ვალდებულება, მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და სტაბილურობის წინსვლისკენ ახლო აღმოსავლეთსა და მის ფარგლებს გარეთ."