საფრანგეთმა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საშიშ პირთა სიაში რუსეთის 60 მოქალაქე შეიყვანა

საფრანგეთის უსაფრთხოებისთვის საშიშ პირთა სიაში რუსეთის 60 მოქალაქეა.

ინფორმაციას უკრაინული მედია საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ჟერალდ დარმანინზე დაყრდნობით ავრცელებს.

დარმანენის თქმით, ხსენებული პირებიდან ორმოცი ციხეშია, ხოლო ოცამდე შესაძლოა, რუსეთში დეპორტირდნენ.

„მათ შორის, როგორც ჩანს, არიან ჩეჩნეთიდან ჩამოსული ადამიანები. აქამდე ჩვენი ინსტრუქციები იყო ამ ადამიანების სისტემატური დეპორტაცია, რომლებიც შეიძლება, განსაკუთრებით საშიში იყვნენ," - განაცხადა დარმანენმა.

გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრმა უკვე მიიღო ხელისუფლებისგან ნებართვა, რომ რუსულ მხარეს იმ მოქალაქეთა სია გადასცეს, რომლებიც შესაძლოა, დეპორტირდნენ.