ჯო ბაიდენი: ისრაელის მიერ ღაზის ოკუპაცია დიდი შეცდომა იქნება, მაგრამ ისრაელმა უნდა უპასუხოს თავდასხმას

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენის განაცხადა, რომ ისრაელმა რეაგირება უნდა მოახდინოს „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ ტერაქტებზე, თუმცა ღაზის ხელახალი ოკუპაცია დიდი შეცდომა იქნება.

CBS News-თან ინტერვიუში, კითხვაზე, ეთანხმება თუ არა ის ღაზის სრულ ბლოკადას, ბაიდენმა უპასუხა, რომ დარწმუნებულია, ისრაელი იმოქმედებს ომის წესების შესაბამისად და ღაზაში უდანაშაულოებს ექნებათ შესაძლებლობა, ჰქონდეთ წვდომა მედიკამენტებზე, საკვებსა და წყალზე.


დაუჭერს თუ არა მხარს ის ისრაელის მიერ ღაზის ოკუპაციას ამ ეტაპზე, ბაიდენმა ამ შეკითხვასაც უპასუხა: „ვფიქრობ, ეს დიდი შეცდომა იქნება. ჩემი აზრით, იმის მიზეზი, რაც ღაზაში მოხდა, „ჰამასის“ ექსტრემისტული ელემენტები არ წარმოადგენს მთელ პალესტინელ ხალხს და ვფიქრობ, რომ შეცდომა იქნებოდა ისრაელის მიერ ღაზის ხელახალი ოკუპაცია.“

აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ „ჰამასი“ მთლიანად უნდა აღმოიფხვრას, თუმცა დასძინა, რომ საჭიროა პალესტინური ხელისუფლება. „უნდა არსებობდეს - გზა პალესტინის სახელმწიფოსკენ“.


კითხვას, უნდა შეწყდეს თუ არა ცეცხლი, ბაიდენმა უპასუხა: „ისრაელი სდევნის ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც ჩაერთნენ ბარბაროსობაში, რასაც ისეთივე შედეგი მოჰყვება, როგორიც ჰოლოკოსტს. ასე რომ, ვფიქრობ, ისრაელმა უნდა უპასუხოს. უნდა სდევნიდეს „ჰამასს.“