ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი 17-18 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვევა.
ყაზახური მედიის ცნობით, პეკინში თოყაევი მოლაპარაკებებს გამართავს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერთან ლი ციანთან და ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარესთან. ასევე, მონაწილეობას მიიღებს „ერთი სარტყელი ერთი გზის“ ფორუმში. ასევე მოსალოდნელია არაერთი შეხვედრა მსხვილი ჩინური კომპანიების ხელმძღვანელებთან.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთში ჩასვლას და სი ძინპინთან შეხვედრას პუტინიც გეგმავს.