ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გახსნის შესახებ ღაზასა და ეგვიპტეს შორის რაიმე შეთანხმება არსებობს.
„ამ დროისთვის ღაზის სექტორში არ მოქმედებს არც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და არც ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება უცხოელების გასვლის სანაცვლოდ,“ - განუცხადეს CNN-ს ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში.
განცხადება გაავრცელა „ჰამასმაც“, რომელშიც აღნიშნულია, რომ ეგვიპტიდან არ მიუღიათ დადასტურება რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის შესაძლო გახსნის შესახებ.