აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის თადაცვის კაბინეტის წევრებთან ერთად, ხუთი წუთის განმავლობაში თავშესაფარში გადაიყვანეს.
თელ-ავივში საჰაერო თავდასხმის სირენები ამოქმედდა, იტყობინება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი.
ისრაელი ღაზას სექტორში სახმელეთო შეტევისთვის ემზადება. ბლინკენი ახლო აღმოსავლური ტურნედან ისევ ისრაელში დაბრუნდა კონსულტაციებისთვის. მანამდე ის ისრაელს 12 ოქტომბერს ეწვია.