საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ისრაელს უახლოეს დღეებში ეწვევა, იუწყება ებრაულენოვანი მედია. საფრანგეთის საელჩო არ ადასტურებს ინფორმაციას, მაგრამ ამბობს, რომ მაკრონს სურს ისრაელში შესაბამის დროს და კონკრეტული ნაბიჯების ხელშესაწყოფად.
ალბანეთში ვიზიტისას მაკრონმა განაცხადა, რომ „ჰამასის“ მიერ დატყვევებული ადამიანების გასათავისუფლებლად ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ისრაელში დღეს გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს ელოდებიან.