თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში სამხედრო ბაზის განთავსების გეგმასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ რა თქმა უნდა, ეს არის ოკუპაციის გაგრძელება.
მისი თქმით, ეს ფაქტი უკვე გაპროტესტებულია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან და სხვა თეორიულად არსებული ყველა მექანიზმიც იქნება გამოყენებული.
„ოჩამჩირე, რა თქმა უნდა, ეს არის ოკუპაციის გაგრძელება. ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია არ გაჩერებულა 90-იან წლებში, არ შეჩერებულა 2008 წელს. ჩვენ ვაპროტესტებთ ყველა უკანონო ქმედებას და, რა თქმა უნდა, ეს ქმედებაც იქნება ერთ-ერთი განსაკუთრებული უკანონო ქმედება, რასაც ჩვენ გავაპროტესტებთ და გავაპროტესტეთ უკვე. ამის გარდა, რა მექანიზმიც არსებობს თეორიულად ყველაფერს გამოვიყენებთ,“ - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.