აშშ უკრაინის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მოდერნიზებისთვის თითქმის $700 მილიონს გამოყოფს

აშშ უკრაინას თითქმის 700 მილიონი დოლარის დაფინანსებას გამოუყოფს ქვეყნის ლოგისტიკური და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად და მოდერნიზებისთვის. ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა განაცხადა.

განცხადება უკრაინაში ეკონომიკის აღდგენის საკითხებში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელთან პენი პრიცკერთან მოლაპარაკების შემდეგ გაკეთდა. ის უკრაინაში 16 ოქტომბერს ჩავიდა. თანხები მოხმარდება უკრაინის რკინიგზის, პორტების, საგუშაგოების და სხვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პირობების გაუმჯობესებას.


გარდა ამისა, კუბრაკოვმა აღნიშნა, რომ მან პრიცკერთან სხვა საკითხებიც განიხილა, მათ შორის მოახლოებული ზამთრისთვის მზადება და რუსეთისგან მოსალოდნელი თავდასხმები ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. უფრო ადრე პრიცკერი პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდა. აშშ-ის პრეზიდენტმა პენი პრიცკერი უკრანის ეკონომიკური აღდგენის საკითხებში აშშ-ის  სპეწარმომადგენლად 14 სექტემბერს დანიშნა.

თავის მხრივ, უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის ინფორმაციით, აშშ-მ უკრაინის ენერგეტიკული სისტემისთვის 522 მილიონი დოლარი გამოყო. თანხები მოხმარდება ენერგეტიკული აღჭურვილობის შეძენასა და უკრაინის ენერგეტიკული სისტემის დაცავას, რომელიც ზამთრის პერიოდში, რუსეთის თავდასხმის მთავარი სამიზნეა უკრაინაში