- ღაზის სექტორში ჰოსპიტლის დაბომბვისას, 300-მდე ადამიანი დაიღუპა
- მანამდე, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ათობით გარდაცვლილის შესახებ იუწყებოდა
- დაღუპულთა ზუსტი რიცხვი უცნობია
ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ამერიკული მედია ავრცელებს როგორც პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს, ისე ისრაელის მხარის პოზიციას. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მსხვერპლი ისრაელის მიერ დაბომბვას მოჰყვა.
მისივე ინფორმაციით, ქალაქ ღაზაში ალ-აჰლის არაბული ჰოსპიტლის დაბომბვის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, 200-დან 300-მდე ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ბევრი ჯერ კიდევ ნანგრევებში რჩება.
- თავის მხრივ, ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის დანიელ ჰაგარის თქმით, ისრაელი ჰოსპიტლის დაბომბვას იძიებს.
„ბევრი ავიადარტყმაა, ბევრი წარუმატებელი რაკეტაა, და „ჰამასის“ მიერ გავრცელებული ბევრი ცრუ ცნობა,” - განაცხადა ჰაგარიმ.
პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტმა 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა.
მომხდარის შესახებ წერს BBC-იც.
ბრიტანული მაუწყებელი იტყობინება, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა განცხადება გამოაქვეყნა.
„დაზვერვა მრავალი წყაროდან მიუთითებს იმაზე, რომ „ისლამური ჯიჰადი“ პასუხისმგებელია წარუმატებლად გასროლილი რაკეტის გამო, რომელიც ღაზაში მდებარე ჰოსპიტალს მოხვდა,” – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.