ნეთანიაჰუმ ბაიდენს „ნამდვილი მეგობარი“ უწოდა: ისრაელი აშშ-ს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად ისრაელში ერთობლივ პრესკონფერენციას მართავს. ნეთანიაჰუმ პირველ რიგში ბაიდენს მადლობა გადაუხადა ისრაელის მხარდაჭერისთვის და „მორალური სიცხადისთვის.“

ინფორმაციას BBC ავრცელებს.


ნეთანიაჰუ ამბობს, რომ „ცივილიზებული სამყარო უნდა გაერთიანდეს ჰამასის დასამარცხებლად“ ისევე, როგორც ეს გააკეთა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში.

ნეთანიაჰუმ ბაიდენს „ნამდვილი მეგობარი“ უწოდა.

მან აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომ ომის დროს ჩასულიყო ისრაელში, ძლიერ ემოციას იწვევს.