ფხენიანის მიერ რუსეთისთვის იარაღის მიწოდების შესახებ ცნობების ფონზე, ლავროვი ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოლაპარაკებებს თავის ჩრდილოეთ კორეელ კოლეგასთან გამართავს.


ლავროვის ორდღიან ვიზიტამდე ერთი თვით ადრე, რუსეთში იმყოფებოდა კიმ ჩენ ინი, რომელმაც პუტინი ფხენიანში მიიწვია. განიხილეს სამხედრო თანამშრომლობის საკითხები უკრაინის წინააღმდეგ. რუსული მედიის ინფორმაციით, ლავროვი ფხენიანს პუტინის ჩინეთში ვიზიტის შედეგებს გააცნობს. შესაძლოა, განიხილონ პუტინის პოტენციური ვიზიტიც ჩრდილოეთ კორეაში.

ლავროვი ბოლოს ჩრდილოეთ კორეას 2018 წელს სტუმრობდა.

თეთრმა სახლმა 13 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს 1000-ზე მეტი კონტეინერი სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა გადასცა.