ევროკავშირში საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკავშირის ენერგეტიკის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს, მეთიუ ბალდვინს შეხვდა. ამის შესახებ მან X-ზე დაწერა.
შეხვედრის შესახებ პოსტში ელჩი ასევე წერს, რომ საქართველოში ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისრის, კადრი სიმსონის ვიზიტი იგეგმება.
ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის ცნობით, იგეგმება ენერგეტიკის სფეროში მაღალი დონის დიალოგის დაწყება.