ახლო აღმოსავლეთში შემდგომი ესკალაცია თავიდან უნდა იყოს აცილებული - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში ესკალაცია თავიდან უნდა იყოს აცილებული. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.


„ახლო აღმოსავლეთში შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება და რაც შეიძლება მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა პრინციპული საკითხია. ყველა მხარემ უნდა იზრუნოს მშვიდობიან მოსახლეობაზე - ქალებსა და ბავშვებზე, რომლებიც აღმოჩნდებიან საომარი მოქმედებების და დაბომბვის შუაგულში. ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სცენარი იქნება, მსხვერპლის რიცხვი თუ გაიზრდება. აუცილებელია ასეთი სცენარის თავიდან აცილება,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან 18 ოქტომბერს საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონთან და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ, იონას გარ სტორესთან განიხილა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება.