რიში სუნაკი ისრაელში გაემგზავრა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი ისრაელში ჩადის.

BBC-ის ცნობით, რიში სუნაკი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს შეხვდება.

ბრიტანეთის პრემიერი რეგიონში ორდღიანი ვიზიტით ჩავა, რომლის ფარგლებში სხვა ქვეყნებსაც ეწვევა.


„რიში სუნაკი გამოხატავს თანაგრძნობას ისრაელსა და ღაზაში ჰამასის თავდასხმების შედეგად გამოწვეული მსხვერპლის გამო. პრემიერ-მინისტრი ასევე მოითხოვს, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მარშრუტი რაც შეიძლება მალე გაიხსნას და ასევე, იქ მყოფ ბრიტანეთის მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვების საშუალება მიეცეთ,“ - ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმს კლერლი უახლოეს დღეებში ეგვიპტეს, თურქეთსა და კატარს ეწვევა.