მეცნიერებმა ჟღალი თმის წარმომავლობა დაადგინეს

ირლანდიის კორკის საუნივერსიტეტო კოლეჯის პალეონტოლოგებმა მეცნიერთა საერთაშორისო გუნდთან ერთად, ჟღალი თმის წარმომავლობა დაადგინეს.

მათ დაათვალიერეს ბაყაყის ნამარხები, რომლებიც დაახლოებით 10 მილიონი წლით თარიღდება და აღმოაჩინეს, რომ ისინი შეიცავდნენ ფეომელანინს - პიგმენტს, რომელსაც წითური თმაც შეიცავს.


ექიმმა ტიფანი სლეიტერმა, რომელიც ხელმძღვანელობდა კვლევას, განაცხადა, რომ ეს „აღმოჩენა ძალიან ამაღელვებელია, რადგან ის პალეონტოლოგებს საშუალებას მისცემს, მელანინის სხვადასხვა პიგმენტი ბევრ სხვა ნამარხშიც აღმოაჩინონ.“