უკრაინის რადამ რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვის კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

უკრაინის რადამ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვას.

კანონპროექტს მხარი 260-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 15, ორმა თავი შეიკავა, ხოლო 17-მა ხმა არ მისცა.

უკრაინის აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამ ხსენებული კანონპროექტი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს რეკომენდაციით მოამზადა.

კანონის შესახებ მსჯელობა 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დაიწყო.