რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი რუს ტურისტებს ურჩევს, ჩრდილოეთ კორეაში დაისვენონ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ფხენიანს ეწვია, სადაც თავის კოლეგას შეხვდა, შემდეგ კი, მედიის წარმომადგენლებს ესაუბრა.
ურჩევდა თუ არა ის რუს ტურისტებს, რომ ჩრდილოეთ კორეა აირჩიონ დასვენების ადგილად, ჟურნალისტების ამ შეკითხვას, ლავროვმა დადებითად უპასუხა.
მანამდე ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი „ძლიერ აფასებს“ ჩრდილოეთ კორეის მხარდაჭერას მოსკოვის ქმედებების მიმართ უკრაინაში.