ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) ცნობით, 19 ოქტომბრის მდგომარეობით, ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, ორივე მხარეს 4000-ზე მეტ დაღუპულთა შორის, სულ მცირე 21 ჟურნალისტი იყო. დაღუპულ ჟურნალისტებს შორის 17 პალესტინელია, 3 ისრაელელი და 1 ლიბანელი.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 8 ჟურნალისტი. 3 ჟურნალისტი დაკარგული ან დაკავებულია. CPJ ომში დაღუპული, დაშავებული, დაკავებული ან უგზო-უკვლოდ დაკარგული ჟურნალისტების შესახებ ყველა ცნობას იძიებს.