უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი მიიჩნევს, რომ მესამე მსოფლიო ომი დაიწყო 2008 წელს, როცა რუსეთის ფედერაცია თავს დაესხა საქართველოს და მისი ტერიტორიის ნაწილი დაიკავა. მის ამ კომენტარს უკრაინული გამოცემა Unian-ი ავრცელებს.
„მერე იყო სიტუაცია 2014 წლის თებერვალში, უბრალოდ, ეს (ომი) იყო ასე „გაციებულ“ მდგომარეობაში და ახლა აქტიურ ფაზაშია გადასული. ცხელ ფაზაში გადავიდა 2024 წლის 24 თებერვალს. და რაც ახლა ხდება ისრაელის ტერიტორიასა და სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე, უკვე ამის შედეგებია.
უფრო მეტიც, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის ბოლო ომი, რომელსაც უახლოეს მომავალში დავაკვირდებით. სამყარო დიდ მოძრაობაში მოვიდა... და ახლა ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სწრაფად იქნება შესაძლებელი ამ საკითხისთვის ბოლოს მოღება, რათა ღმერთმა არ ქნას, რომ მთელ მსოფლიოში გავრცელდეს,"- განაცხადა დანილოვმა, რითაც უპასუხა შეკითხვას დაიწყო თუ არა მესამე მსოფლიო ომი „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმით.