პენტაგონი გეგმავს, რომ ისრაელისგან ნაყიდი ორი საჰაერო თავდაცვის სისტემა ისრაელს დაუბრუნოს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, იგეგმება "რკინის გუმბათის" სისტემის ისრაელისთვის იჯარით დაბრუნება.
ისრაელის აღნიშნული თავდაცვითი სისტემა შესაძლოა, უახლოეს დღეებში გადაეცეს.
პენტაგონი ამ სისტემის შეძენის მიზნად, წყნარი ოკეანის კუნძულ გუამზე, ჩინეთის მიერ გასროლილი რაკეტებისგან დაცვას განიხილავდა.