უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხერსონის ოლქსა და ნიკოლაევში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ამ დღეებში რუსეთის დანაკარგები მართლაც შთამბეჭდავია, სწორედ ეს სჭირდება უკრაინას.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღეს თათბირი გამართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ, გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა სერგეი შაპტალამ და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელმა სერგეი დეინეკომ.
თათბირზე განიხილეს ქალაქ ხერსონში, ოლქში და მთლიანად უკრაინის სამხრეთში არსებული ვითარება, ასევე დონეცკის ოლქი, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება ავდეევკას დაეთმო.
ზელენსკის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება უკრაინული ცის რუსული ბომბებისა და რაკეტებისგან დაცვას დაეთმო.
„ვმუშაობთ, რომ საჰაერო თავდაცვა გავაძლიეროთ. მადლობა ყველას მსოფლიოში, ვინც გვეხმარება!” - განაცხადა ზელენსკიმ.