გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გაუგზავნა.
უკრაინული მედია წერს, რომ ახალ პაკეტში უპილოტო საფრენი აპარატები და Gepard-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემები შედის.
გერმანიამ Gepard-ის საზენიტო სისტემები, დრონები, საბრძოლო მასალა, 155 მმ-იანი კალიბრის ჭურვები და სადაზვერვო თვიმფრინავები უკრაინას ზაფხულშიც გაუგზავნა.