კვიპროსში, ნიქოზიაში, ისრაელის საელჩოსთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა, რის შემდეგაც პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა.
ინფორმაციას Washington Post-ი ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, ორი ეჭვმიტანილი აფეთქების ადგილის სიახლოვეს მიმავალი შენიშნეს, დანარჩენი ორი კი, ახლომდებარე ხეივანში გაჩერებულ მანქანაში ისხდნენ. მანქანაში ასევე ნაპოვნია ორი დანა და ჩაქუჩი.
პოლიციამ განაცხადა, რომ დაკავებულები 17-დან 21 წლამდე ასაკის არიან. გამოძიება მათ ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენებით ქონების განადგურების მცდელობას, ასაფეთქებელი ნივთიერების შენახვა-გამოყენებას ედავება.
პოლიციას არ უთქვამს, უკავშირდება თუ არა ეს აფეთქება, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას. საომარი მოქმედებების შემდეგ, ევროკავშირში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა.