გერმანია უკრაინის აღდგენისთვის დამატებით, $210 მილიონს გამოყოფს

გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, იოხენ ფლასბარტიმ, პარასკევს უკრაინაში ვიზიტისას განაცხადა, რომ გერმანია უკრაინის აღდგენისთვის დამატებით, 200 მილიონ ევროს გამოყოფს. ფლასბარტის თქმით, თანხა მოხმარდება განათლებას, ჯანდაცვასა და სასმელი წყლით მომარაგებას. ფლასბარტი კიევში 20 ოქტომბერს ჩავიდა.