უკრიანის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, უკრაინისთვის $61,4 მილიარდიან დახმარება უნდა დაამტკიცოს კონგრესმა, ამბობს, რომ არამხოლოდ უკრაინელები, არამედ, ევროპის ყველა თავისუფალი ხალხი მოელის ამერიკის ერთიანობის შენარჩუნებას.
„პრეზიდენტ ბაიდენის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ კვირაში - მე ნამდვილად მადლობელი ვარ ამისთვის. მომზადდა უკრაინის გრძელვადიანი და საიმედო მხარდაჭერის ახალი პაკეტი - თავდაცვის, ეკონომიკური - ჩვენი ხალხისა და თავისუფლების დაცვისთვის. მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის ასეთი ინიციატივისთვის და ვფიქრობ, რომ არამხოლოდ უკრაინელები, არამედ, ევროპის ყველა თავისუფალი ხალხი მოელის ამერიკის ერთიანობის შენარჩუნებას.
მსოფლიოს სჭირდება ამერიკული ლიდერობა და მე მადლობელი ვარ კონგრესის ორივე მხარის, რომლებსაც ეს ესმით, რომლებიც მხარს უჭერენ, ჩვენი ხალხის ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის,“ - განაცხადა ზელენსკიმ.