აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ის „ჰამასის“ ტყვეობიდან ახლახან გათავისუფლებულ ორ ამერიკელს ტელეფონიდან ესაუბრება.
Judith and Natalie, I’m so glad you’re coming home. pic.twitter.com/c7az0PcYXn
— President Biden (@POTUS) October 21, 2023
„მოხარული ვარ, რომ თქვენი გამოყვანა შევძელით. ჩვენ ამაზე დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით,” - ამბობს ბაიდენი ამერიკელების მისამართით.
ვიდეოში ასევე, აშშ-ის პრეზიდენტს ამერიკელები მადლობას უხდიან.